მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Bomo-ს კონკურენტული განსხვავება ბიზნესლოგიკაა“ - რას სთავაზობს მომხმარებელს ახალი E-commerce პლატფორმა?

bomo

"ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსის“ თანადამფუძნებელი მაია ზავრაშვილი ამბობს, რომ მშენებლობისა და რემონტის ახლად ამოქმედებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Bomo-ს კონკურენტული განსხვავება ის ბიზნესლოგიკაა, რომლითაც ის შეიქმნა და ოპერირებს. კონკრეტულად კი, შუამავლების გარეშე მწარმოებლიდან მომხმარებლისთვის პირდაპირ გაყიდვებს გულისხმობს.

სამშენებლო სექტორში ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა BOMO 7 მარტს ამოქმედდა და მომხმარებელს სამშენებლო, სარემონტო და საოჯახო კეთილმოწყობის მასალებს სთავაზობს. პლატფორმის კონკურენტული უპირატესობის შესახებ მაია ზავრაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„ქართველი მწარმოებლებისთვის გაციფრულება და დიგიტალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ვიფიქრეთ, რომ ეს პლატფორმა მათ ახალ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას მისცემდა, ამ მიმართულებით ჩვენმა პლატფორმამ შექმნა სივრცე, სადაც ერთმანეთს მწარმოებლები და მომხმარებელი პირდაპირ უკავშირდება. ჩვენ ბიზნეს სამომხმარებლო და საცალო სეგმენტსაც მოვიცავთ და კონკურენტული განსხვავება მდგომარეობს ბიზნეს ლოგიკაში, რომელიც გულისხმობს პრინციპს მწარმოებლიდან მომხმარებლამდე, ანუ შუამავლების გარეშე კომერციას, რაც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ყოველთვის კარგი ფასი, კარგი სელექცია და მარაგების დაცვა უზრუნველყოფილი იყო“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

პლატფორმის მმართველი კომპანია "ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსის“ თანადამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ Bomo-ზე წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი უზრუნველყოფილია.

„გვინდა, ჩვენი სახელით შეთავაზებული საქონლის მაღალხარისხიანი იყოს, რადგან ამ ნაწილში ჩვენი რეპუტაციული რისკებიც დგას, აქედან გამომდინარე ვენდორების ვერიფიცირების პროცესში ძალიან ფრთხილები ვართ. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მისაღები არ იყოს ის სტანდარტი, რასაც ისინი გვთავაზობდნენ“, - აღნიშნავს ზავრაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ BOMO-ს შექმნის და განვითარების პირველი ფაზისთვის მოზიდული კაპიტალი, ძირითადად პარტნიორების შენატანია. ციფრული პლატფორმა დღეს 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლის პროდუქციას მოიცავს.

ახალი პლატფორმა განვითარების მიზნით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაშიც იღებს მონაწილეობას. BOMO-მ წარმატებით გაიარა შესარჩევი პირველი ეტაპი და 150 პროექტს შორისაა, რომლებიც ბიზნესი გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლიან. შედეგად კი სტარტაპები მომდევნო ეტაპზე გადავლენ, სადაც ბიზნეს გეგმებს წარადგენენ. აქედან 50 ფინალისტი შეირჩევა, რომლებიც საინვესტიციო კომისიის წინაშე წარდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები