ფრანგულ საფეხბურთო კლუბ “ბორდოში” ფინანსური პრობლემებია და გუნდის ხელმძღვანელები ინვესტორს ეძებენ, რომელიც კლუბის აქციების ნაწილს შეიძენს. თუმცა დამფინანსებლის მოძიება ვერ ხერხდება, რის გამოც ფრანგები ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის და კიდევ 4 ფეხბურთელის ალბერტ ელისის, მალკომ ბოკელეს, დანილო იგნატენკოსა და სტიან გრეგერსენის გაყიდვასაც განიხილავს გაყიდვას განიხილავენ. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად “ბორდოს” ტექნიკური დირექტორი ადმარ ლოპესი მუშაობს.
2023/24 წლების სეზონის დასაწყისში “ბორდოს” წარმომადგენლებმა ფრანგული კლუბების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგის ნაციონალურ კომისიას, მიმდინარე სეზონის ბიუჯეტი წარუდგინეს, სადაც 40 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური დავალიანება გამოვლინდა.
კლუბს მდგომარეობის გამოსასწორებლად იანვრის თვე აქვს და თუ ფინანსური სიტუაცია არ შეიცვლება, მას, შესაძლოა, სანქციებიც დაემუქროს. სანქციებში სატრანსფერო ბანი ან სულაც ლიგა 2-იდან დაქვეითებაც მოიაზრება, რის გამოც ფრანგებმა გადაწყვიტეს დავალიანებები ფეხბურთელების გაყიდვით დაფარონ.