მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონის 6–პუნქტიანი გეგმა რუსეთის წინააღმდეგ

62247a3c25dc9
ლიკა გურაბანიძე
06.03.22 13:00
1348
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ 6–პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა და სხვა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, შეუერთდნენ მას. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.

”ჩვენი მხარდაჭერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის უნდა გამოვხატოთ. უნდა დავიცვათ წესრიგი სამხედრო ძალის მეშვეობით წესების გადაწერის მუდმივი მცდელობისგან“ - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.


ჯონსონის გეგმა ასე გამოიყურება:

– უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო კოალიციის შექმნა;

– უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა;

– რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა;

– აღიკვეთოს "მცოცავი ნორმალიზება", რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს,

– უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერება ევროატლანტიკურ სივრცეში;

– დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენება, კიევის სრული მონაწილეობით;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები