ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. 5.2 მლნ ლარის ტენდერი "გლობალ სტანდარტმშენმა" ჩაიბარა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია.
რებილიტაცია 1 აპრილს უნდა დაიწყოს და ზუსტად 18 თვეში უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის 95%-ს ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს და მხოლოდ 5%-ია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა.
შენობის მაქსიმალური სიგრძე 73 მეტრია, ხოლო სიმაღლე 18.6 - მეტრი.
სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია სრულად დავით ნოზაძეს ეკუთვნის. ამავე კომპანიას 35.8 მლნ ლარის 119 ტენდერი აქვს შესრულებული.