მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომის შემოვლით გზასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა გამოცხადდება - რევაზ სოხაძე

სოხაძე

"ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ბორჯომის შემოვლითი გზის პროექტთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას გამოაცხადებს. ამის შესახებ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საკითხს ფაქიზი მიდგომა სჭირდება.

„ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს, რომ სატრანზიტო მოძრაობამ გზა ყველა დასახლებულ პუნქტს აუაროს და ამ მიმართულებით აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები. ბორჯომში ამ საკითხთან მიმართებით მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ დღეებში გამოაცხადებს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების კვლევას, რომელიც გამოავლენს იმ შესაძლებლობას რა გვაქვს ამ მიმართულებით, რადგან ძალიან ფაქიზი მიდგომა სჭირდება ამ საკითხს, მდებარეობიდან და ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ რაღაც გადაწყვეტას ვნახავთ. ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადავდგამთ, დავიწყებთ პროცესს და შემდგომ ერთობლივად რა შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა სოხაძემ.

მინისტრმა ბორჯომი-ახალციხის გზის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ გზის სრული რეაბილიტაცია მოძრაობას შეაფერხებს, რის გამოც გზების დეპარტამენტი სამუშაოებს ცალკეულ მონაკვეთებზე აკეთებს.

„ბორჯომი-ახალციხის გზა ერთადერთი ცენტრალური გზაა, რომელიც ბორჯომსა და ახალციხეს აკავშირებს, აქედან გამომდინარე ყველა საჭირო მონაკვეთზე ერთდროულად განხორციელებული ქმედება გამოიწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებას, შესაბამისად სტრატეგიაა, რომ სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდეს გზის მონაკვეთის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული თითოეული გზის ცალკეულ მონაკვეთზე საექსპლუატაციო მაჩვენებლის გათვალისწინებით ტარდება რეაბილიტაცია-შეკეთების სამუშაოები - კაპიტალურად შეკეთება, ანუ თუ გზა არ არის კონკრეტულად დაზიანებული, ამ შემთხვევაში დეპარტამენტი არ ახდენს მთლიანად რეაბილიტაციას. ჯამურად ამ მონაკვეთის სიგრძე 51 კმ-ია, 10 კმ გაუკეთდა რეაბილიტაცია. დეპარტამენტის გეგმაში მომავალ წელს კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომავალ წელს მთლიანად სარეაბილიტაციო მონაკვეთის განახლდება“, - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები