მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომსა და თელავში ორი სასტუმროს მიმდინარე პროექტი გვაქვს, ინვესტიცია $21 მილიონია - HMG

გიორგი პაპიაშვილი

თელავსა და ბორჯომში ორი ახალი სასტუმრო შენდება. როგორც კომპანია Horeca Management Group-ის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სასტუმროების გახსნა 2027 წლის შუა პერიოდშია დაგეგმილი.

„ბორჯომსა და თელავში ორი სასტუმროს მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელთა ჯამური ინვესტიცია $21 მილიონია“, - ამბობს გიორგი პაპიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროები ქართული ინვესტიციით შენდება, მაგრამ ამ ეტაპზე ინვესტორების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„თელავში მშენებარე სასტუმრო 65-ნომრიანი იქნება, ბორჯომში კი - 88 ნომერი, თუმცა პირველი ფაზის შემდეგ, ორივე სასტუმროს გაფართოება იგეგმება. ამ ეტაპზე ბრენდის შემოყვანას არ ვაპირებთ, მაგრამ განხილვაც შესაძლებელია“, - აღნიშნა Horeca Management Group-ის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: HORECA Management Group-ი საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის პორტფელშია 20-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, 1350 სასტუმრო ოთახით. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა კანადაში, კერძოდ, ტორონტოში გახსნა, სადაც ერთ მიმდინარე პროექტზე უკვე მუშაობენ.

კომპანია HORECA Management Group-ის საქმიანობის სფეროებია: სასტუმროს კონცეფციის შემუშავება და ბიზნესის დაგეგმარება სასტუმრო ბაზრის მარკეტინგული კვლევა საპროექტო კონსულტაციების და მშენებლობის პროცესის თანხლება სასტუმროს კონსალთინგი მმართველობითი კონსალთინგი პროექტირება და სამშენებლოს პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა სასტუმროს პროფესიონალური მართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები