ლეგენდარულმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა Eurosport სპორტსმენის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მინდა, გაცნობოთ, რომ კრივიდან მივდივარ. ძალიან სასიამოვნო იყო, ყოველი წუთით ვისიამოვნე და ვაპირებ, რომ ეს დავასრულო", - ამბობს ფიური ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბრიტანელმა მოკრივემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება 2022 წლის აპრილში დილიან უაითთან გამარჯვების შემდეგაც მიიღო, თუმცა, იმავე წლის დეკემბერში დაბრუნდა.
თუმცა მანამდე, მან სპორტიდან წასვლის შესახებ 2013 და 2017 წელსაც გამოაცხადა და ორივე შემთხვევაში ფანებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.
ფიური დეკემბერში ოლეკსანდრ უსიკთან ზედიზედ მეორედ დამარცხდა და მძიმე წონის ქამრების გაერთიანება ვერ შეძლო. მედიაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებაც, რომ "ბოშათა მეფე" ენტონი ჯოშუასთან ბრძოლას გეგმავდა, თუმცა, თუ მის ამ განცხადებას დავუჯერებთ, ეს დაპირისპირება აღარ შედგება.
"ბოშათა მეფეს" ამჟამინდელი ქონება 150-200 მლნ დოლარის ფარგლებში არის შეფასებული.




























