მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოსნია და ჰერცეგოვინას მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია ჰერცოგოვინა

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია - წერს საერთაშორისო მედია.

28 მაისს, როცა საქართველოს პარლამენტმა აგენტების შესახებ რუსულ კანონზე საზოგადოებაში არსებული დიდი პროტესტის მიუხედავად ვეტო დაძლია, ბოსნიის მთავრობამ კანონის პროექტზე, რომელიც უცხოეთიდან თანხის მიმღები არაკომერციული ჯგუფებისთვის (მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები) სპეციალური რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა უარი განაცხადა და უკან გაიხმო.

თავდაპირველად კანონპროექტი ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონი ამოიღო საპარლამენტო პროცედურებიდან.

თუმცა, ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს, რატომ წყვეტენ განხილვას.

მედიის ცნობითვე, კანონპროექტი ერთ-ერთია იმ პრორუსული პოლიტიკური ნაბიჯებიდან, რომელსაც პრორუსი ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი დგამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები