მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" მიმდინარეობს

5dbd88b51a8c7
BM.GE
02.11.19 20:15
1740
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „ყვავილების გამოფენა’’ უკვე მესამედ იმართება.

გამოფენა დღეს გაიხსნა და ხვალ, 3 ნოემბრის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიშია წარმოდგენილი, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია.

მასში მონაწილეობენ მსხვილი სათბურები, სანერგე კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ. მონაწილე კომპანიების შემოდგომაზე მოყვავილე მცენარეების შეძენის გარდა, შესაძლებელია ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემებისა და ტროპიკული მცენარეების შეძენაც.

ბოტანიკური ბაღის ეკოგანათლების წარმომადგენლები სპეციალურად ბავშვებისთვის ქოთანში ყვავილის სწორად ჩარგვის მასტერკლასებს ატარებენ და დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან.

ღონისძიებას ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ესწრება.

„ყვავილების გამოფენა’’ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციად იქცა და მომავალ წელსაც ჩატარდება.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები