მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა

60126e9427c1c
BM.GE
28.01.21 11:56
896
საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.

ბოტანიკურ ბაღში სარწყავი წყლის ახალი მაგისტრალური ხაზისა და სარეზერვო აუზების მოწყობის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. უახლოეს მომავალში 1.5 კმ სიგრძის ახალი სარწყავი მილი და 500 კუბური მეტრის მოცულობის სარეზერვო აუზი ექსპლუატაციაში შევა. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება არსებულ სამარაგე ავზებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღის სარწყავი წყლის ცენტრალური მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები სრულიად ავტომატიზებული იქნება. მტკვრის სატუმბი სადგური კი, საიდანაც წყლის მოწოდება მოხდება, აღიჭურვება ახალი სატუმბი დანადგარებით, რაც მცენარეთა კოლექციების მოვლას გააუმჯობესებს.

პროექტის ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები