მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ, British Petroleum-მა 6,200 თანამშრომლის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
შედეგად, სამსახურს დაკარგავს BP-ს ოფისებში დასაქმებულთა 15%, ასევე 1,200 კონტრაქტორი პირი. აღსანიშნავია, რომ კომპანია თანამშრომლების დათხოვნას არც მომავალში გამორიცხავს. მიზეზად კი ეფექტურობის გაზრდა სახელდება.
როგორც ცნობილია, BP-ს ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორს, მიურერი ოჩინკლოსს 2027 წლამდე ხარჯების $4.5 მილიარდით შემცირება სურს. გეგმის ნაწილი უკვე შესრულებულია. ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით BP-მ უკვე დაზოგა $1.7 მილიარდი დოლარი, უახლოეს პერიოდში კი დასრულდება $3 მილიარდის უძრავი ქონების გაყიდვაც.
აღსანიშნავია, რომ British Petroleum-მა 2025 წლის მეორე კვარტალში საკმაოდ დამაკმაყოფილი შედეგები დადო. მოგებამ $2.4 მილიარდი შეადგინა. ამის საფუძველზე კი კომპანიამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში $750 მილიონის აქციების გამოსყიდვა მოხდება.




























