British Petroleum-მა (BP) მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს მონაწილეობა ახალი ენერგეტიკული მარშრუტის განვითარებაში, რომელიც გაზის ექსპორტს ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, აზერბაიჯანის გავლით, "სამხრეთის გაზის დერეფნით" (SGC) ითვალისწინებს.
ამის შესახებ BP-ის აზერბაიჯანის წარმომადგენლობის მთავარმა გეოლოგმა, ბაგირ იბრაჰიმოვმა Report-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მარტის ბოლოს BP-ის რეგიონულმა მენეჯმენტმა აზერბაიჯანი-ყაზახეთი-თურქმენეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნაში ყაზახეთის ცენტრალური როლი დაადასტურა.
"BP გეგმავს, გამოიყენოს აზერბაიჯანში დაგროვილი გამოცდილება სინქრონიზებული ინფრასტრუქტურის ასაშენებლად. ეს კასპიის ზღვის გავლით გაზის ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ტრანსპორტირებას, შემდგომში კი მის SGC-სთან დაკავშირებას გახდის შესაძლებელს", - აღნიშნა იბრაჰიმოვმა.
მისი პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს დერეფანი ევროპისთვის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცევა, სადაც წარმოების მნიშვნელოვანი წილის უზრუნველყოფის პოტენციალი სწორედ ყაზახეთს აქვს.




























