მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bp-ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერირების ხარჯი შეუმცირდა

მილსადენი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა (BTC) პირველ კვარტალში, დაახლოებით 54 მილიონი ბარელი (7 მილიონ ტონაზე მეტი) ნედლი ნავთობი გაატარა.

Bp საქართველოს მონაცემებით, იანვარ- მარტში BTC-ს საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 33 მილიონ დოლარი იყო, კაპიტალურმა დანახარჯმა კი 7 მილიონ დოლარი შეადგინა. წლიურად ორივე მაჩვენებელი შემცირებულია. 2023 წლის I კვარტალში საოპერაციო ხარჯი 34 მლნ, კაპიტალური -10 მლნ იყო.

1768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2024 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.3 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (568 ტონაზე მეტი), დაიტვირთა 5629 ტანკერი და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.

BTC ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰდენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და სოკარის სხვა საბადოდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) და ONGCVidesh (2.36%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები