მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან ბაქო-სუფსამ 1 მლნ ტონა ნავთობი გაატარა - BP

მილსადენი

BP-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, შარშან აზერბაიჯანმა ბაქო-სუფსის მილსადენით 1 მლნ ტონა ნავთობი გადაიტანა.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელიც ცნობილია ბაქო-სუფსის სახელით, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის განმავლობაში დაახლოებით 223 მილიონი ბარელი (29 მილიონ ტონაზე მეტი) ნავთობი იქნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიერ გადაზიდული.

1 768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში 4.4 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (591 ტონაზე მეტი).

ნავთობსადენით, ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰდენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და სოკარის აზერბაიჯანში წარმოებული მოცულობებიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები