ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში წარდგენილი კრიტიკული რეზოლუციის თანაავტორია, ქვეყნის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს, რომ პროცესის "უპრობლემოდ" შეფასების საფუძველი დასავლეთს არ აქვს.
გრეგოროვამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, აღარ გადაიხედება.
"სამწუხაროდ, ვნახეთ ძალიან საეჭვო ქმედებები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე. ჩემმა კოლეგებმა ასევე დააფიქსირეს ბიულეტენის ჩატენვის მცდელობები - ეს ადამიანები გააძევეს უბნიდან, თუმცა ისინი არ წავიდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ კიდევ მიეცემოდათ შანსი. ის პრობლემები, რაც ჩვენ პირადად ვნახეთ და ბრალდებები, რომლებიც გვესმის, ძალიან სერიოზულია იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ არჩევნებმა უპრობლემოდ ჩაიარა.
ვფიქრობ, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ, არ შეიცვლება, თუმცა ყველა ყურადღებით დააკვირდება ახალი მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა (ტელეკომპანია "ფორმულას" თარგმანი).