მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრაზილიური ციფრული ბანკი Nubank ამერიკულ ბაზარზე შესასვლელად ემზადება

ბრაზილია

ბრაზიულიურმა ფინტექ ბანკმა, სახელად Nubank, შტატებში საქმიანობის დაწყებისთვის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი შეიტანა. საუბარია ლათინური ამერიკის უმსხვილეს ციფრულ ბანკზე, რომელსაც 120 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Nubank-მა განაცხადი შტატების ვალუტის კონტროლის ოფისში შეიტანა, რომელიც ქვეყანაში შესვლის მსურველ უცხოური საფინანსო ინსტიტუტებზე ლიცენზიებს გასცემს.

აღსანიშნავია, რომ Nubank-ი ლათინურ-ამერიკულ სექტორს აქამდე არასდროს გასცდენია. ის ძირითადად ბრაზილიაში, მექსიკასა და კოლუმბიაში იყო წარმოდგენილი და ამერიკულ ბაზარზე მოხვედრის მცდელობით გლობალურ მოთამაშედ ქცევას ცდილობს. Nubank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დეივიდ ველესმა აღნიშნა, რომ აქცენტი მომავალშიც, ძირითადად, არსებულ და ათვისებულ ბაზრებზე დარჩება, ამერიკაში ოპერირებით კი დადგინდება, რამდენად აქვს კომპანიას უცხო გარემოში ადაპტირების და გლობალურ ბრენდად ქცევის პერსპექტივა.

ცნობისთვის, სახელმწიფო მარეგულირებლის მიერ ლიცენზიის გაცემა, ანუ ეროვნული ბანკის ქარტიის მინიჭება Nubank-ს საშუალებას მისცემს, ამერიკელ მომხმარებლებს არამარტო სესხები და დეპოზიტების სერვისი, არამედ საკრედიტო ბარათებიც შესთავაზოს. ვალუტის კონტროლის ოფისში განაცხადის შეტანის შემდეგ Nu Holdings-ის, ანუ Nubank-ის მფლობელი კომპანიის აქციების ფასი ამერიკულ ბირჟებზე 1%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები