“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ პარლამენტის მიერ "რუსული კანონის" მიღებით ბრძოლა არ მთავრდება და ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ქვეყანა რუსეთის ნაწილი გახდეს.
"ბრძოლა ამით არ მთავრდება, მე ვიტყოდი, რომ იწყება. რუსები არიან, ეს ვიცით და საქართველო რუსეთისკენ მიჰყავთ. ვერავინ წარმოვიდგენდით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხის არ დაუშვებს, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდეს. აქ საუბარი აღარაა კანონზე, საუბარია, რომ რუსეთის ნაწილი ვხდებით. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პუტინს ჩააბაროს საქართველო. ამას ყველა კარგად ხვდება. რა თქმა უნდა, ადეკვატური პასუხებიც იქნება",- უთხრა ჟურნალისტებს გიგაურმა.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრას და შესაძლო სანქციებს, გიგაურის თქმით, მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ წინასწარ დაგვიანონსებენ, თუმცა მთავარი ისაა, რომ დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან.