მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბრენდის განვითარების დროს, Wendy’s Georgia-ს მსგავს პიონერებს ვეყრდნობით" - ინტერვიუ Wendy's-ის APMEA-ს რეგიონის დირექტორთან

კრის კონვეი
19.07.25 21:00
960

სწრაფი კვების ამერიკული ბრენდის, Wendy's-ის რიგით 21-ე ფილიალი საქართველოში, თავისუფლების მოედანზე უკვე გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს Wendy's-ის აზიის, წყნარი ოკეანეთის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის (APMEA) მმართველი დირექტორი, კრის კონვეიც ესწრებოდა, რომელმაც "საქმიანი დილას" ეთერში BMG-სთან ბრენდის ქართულ განვითარებასა და გლობალურ ექსპანსიაში Wendy's Georgia-ს როლზე ისაუბრა.

კრის კონვეისთან ინტერვიუს BM.GE გთავაზობთ:

- კრის, შენ როგორც APMEA-ს მმართველი დირექტორი, ციტირებას ისევ შენგან მოვიყვან, პასუხისმგებელი ხარ იმაზე, რომ Wendy’s-ის ბრენდმა აითვისოს თავისი სრული პოტენციალი მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებზე… გლობალური გადმოსახედიდან, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარი ბრენდის საერთაშორისო ასპარეზზე ზრდისთვის?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი არაჩვეულებრივი პარტნიორების ყოლა, როგორებიც გივი [გვეტაძე] და სოსო [ფხაკაძე] არიან, რომლებმაც “დამფუძნებელთა მენტალობა” ქართული ბაზრის ზრდას მოარგეს. საქართველოს 3.5-4 მილიონ ადამიანს აერთიანებს, Wendy’s-ის 21 ფილიალი გაქვთ - ეს შეფარდება ჩვენთვის მსოფლიო კლასისაა. ეს პარტნიორობა და იმის გააზრება, თუ როგორ ააშენეს მათ ბაზარი 2013 წლიდან დღემდე, ძალიან გვეხმარება სხვა ბაზრების ათვისებაშიც. ჩვენი და პირადად ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ეს წარმატებით განვახორციელოთ და ასეთ დროს სწორედ Wendy’s საქართველოს მსგავს პიონერებს ვეყრდნობით, რათა Wendy’s-ის უფრო მეტი ადამიანისთვის გაზიარება შევძლოთ. ჩვენთვის პირველი მომხმარებელია, გუნდის წევრები არიან, მნიშვნელოვანია ყოველთვის ახალი, ადგილობრივებისთვის საყვარელი პროდუქტი და რელევანტურობა - Wendy’s საქართველო ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითია გლობალურად.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ Wendy’s საქართველო ნამდვილად არის ბიზნესის განვითარების წარმატების ისტორია?

რამდენიმე წლის წინ Wendy’s საქართველომ მოიპოვა აღიარება, როგორც Wendy’s-ის მართვის საუკეთესო სისტემამ. ეს ყველაფერი გივისა და სოსოს შრომას უკავშირდება და ასეც არის, ციფრული თვალსაზრისით საუკეთესო სისტემა შექმნეს. ხშირად მოგვყავს მაგალითად ის, თუ როგორაა მენიუ შედგენილი, როგორ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრებზე და რესტორნების მენეჯერებზე… საქართველოს ყოველთვის ვხედავთ ქვეყნად, სადაც აღსრულების საუკეთესო მაგალითები გვაქვს, ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს შეფასება სამართლიანია.

- კრის, კიდევ ერთი ამბავი Wendy’s-ის გლობალური ისტორიიდან თქვენი ბრენდის პირობას უკავშირდება, კერძოდ კი ფრაზას: ხარისხი ჩვენი რეცეპტია. მაინტერესებს, როგორ იცავთ დეიმ ტომასის ამ ცნობილ ფრაზას, რომელსაც არაერთ ბიზნესლიტერატურაში ვხვდებით და არა მხოლოდ, იმის გათვალისწინებით, რომ Wendy’s საქართველომ ეს უკვე 100%-ით დაამკვიდრა თავისი ცოცხალი (ფრეშ) პროდუქტებით, აღჭურვილობითა და ინფრასტრუქტურით?

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ან პარტნიორთან ერთად ამ გზაჯვარედინს ვუახლოვდებით, ყოველთვის ორ რამეს ვითვალისწინებთ, პირველი: ხარისხი ჩვენი რეცეპტია - ახლა ჩვენ თბილისის ყველაზე ლამაზ ნაწილში ვართ, უახლეს ხორცს შინ დამზადებულ პურში ვდებთ და საუკეთესო ციფრულ სისტემას ვიყენებთ - ამას ყოველთვის ვაფასებთ და ვსვამთ კითხვას: რასაც ვაკეთებთ, ხარისხიანი იქნება? მეორე კი ისაა, რაც დეივმა თქვა, სწორად უნდა მოვიქცეთ. სწორად ვიქცევით ამ ფრენჩაიზის გახსნით, ამ პარტნიორთან თანამშრომლობით? თუ ორივე შემთხვევაში პასუხია “დიახ”, მაშინ გზას ვაგრძელებთ. ეს არის პრინციპები, რომლებზეც კომპრომისი არ განიხილება და სწორედ ამას ვეყრდნობით, როცა გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ინოვაციის, ახალ ბაზარზე შესვლის, ან ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის შესახებ.

- კრის, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გაგვიზიარეთ ის ინოვაციები და ბრენდთან დაკავშირებული გეგმები, რომლებიც 2025 წელს, ან შემდგომ პერიოდში შეგიძლიათ გამოაცხადოთ.

ბრენდი ყოველთვის, უწყვეტად ვითარდება, როგორც ამას დღევანდელი ახალგაზრდები ამბობენ, მე მათთან შედარებით უფროსი ვარ.. ვფიქრობ, ძალიან ვცდილობთ ჩვენი ცოდნა ინოვაციისკენ მივმართოთ. ამის შესანიშნავი მაგალითი დუბაის შოკოლადის ფროსტია, რომელიც აქ გვაქვს - დუბაის შოკოლადზე ექვსი თვის წინ არავის სმენოდა, ახლა კი, გივიმ და გუნდმა მხოლოდ ორ-სამ თვეში შეძლეს მისი შემოტანა. კიდევ ერთი მაგალითი მსოფლიოს გარშემო, რაც ყოველთვის მახსენდება, იაპონიაა, სადაც ჰოკაიდოს ფუმფულა ომლეტის ბურგერი იყიდება; ფილიპინებში შეხვდებით მანგოს წებოვანი ბრინჯის ფროსტის. ამიტომ ინოვაცია ისაა, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, მათ შორის ციფრული მიმართულებით.

- შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ Wendy’s Georgia ფლაგმანური ბრენდია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც თქვენ ფარავთ? ბევრ საუბრობთ Wendy’s საქართველოს წარმატების ისტორიაზე, თუმცა, ხარისხის გათვალისწინებით, მომხმარებელთა ერთგულების გათვალისწინებით, 10 წელზე მეტია საქართველოში ხართ, როგორ ხედავთ Wendy’s საქართველოს, როგორც კომპანიას?

ეს არის კომპანია, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ჩვენთვის მოწინავე ბაზარია, სადაც სიახლეებთან დაკავშირებით პარტნიორობას განვიხილავთ. ასევე მოწინავე ბაზარია, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, როგორ უნდა იმართოს Wendy’s-ის ბიზნესი, ამიტომ გლობალურად ძალიან მაღალ პოზიციაზე ვაყენებ.

Wendy's Georgia-ს 21-ე ფილიალი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში გაიხსნა. ახალი რესტორანი ინტერიერში ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ელემენტებსა და მოტივებს აერთიანებს. Wendy's-თან ერთად ახალ რესტორანში განთავსებულია Dunkin’-ისა და Subway-ის რესტორნებიც, რაც სტუმრებს ერთ სივრცეში სთავაზობს ამერიკული მენიუების ყველაზე დიდ არჩევანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები