მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრენდული შოპინგი, ფოტო-მენიუები... - როგორ დავახარჯინოთ ჩინელებს მეტი ფული ანუ რჩევები ბიზნესს

ჩინელები

ჩინელი ტურისტების პროფილის გათვალისწინებით, სექტორისთვის მნიშვნელოვანია მათზე მორგებული სტრატეგიების შემუშავება“ - ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიერ ტურიზმის სექტორის მდგომარეობის შესახებ მომზადებული უახლესი კვლევიდან, რომელიც მიგნებებთან ერთად, რჩევებსაც შეიცავს.

როგორც ცნობილია, ჩინეთიდან ვიზიტების ზრდა წელსაც გაგრძელდა, ორ კვარტალში 47 ათასამდე ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 42%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოში ვიზიტებით ლიდერი ქვეყნების ათეულშია. ტურიზმში ზრდას სავარაუდოდ, ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლის დაწყებამაც.

Galt & Taggart-ის მკვლევარებმა, ჩინელი მოგზაურების სპეციფიკის გათვალისწინებით, რამდენიმე პუნქტაც ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები, რომლის ადრესატი როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორია.

ჯგუფური მოგზაურობა ზრდის სასტუმროებთან ფასებზე მოლაპარაკების ბერკეტს, ამ ეფექტის შესამსუბუქებლად მნიშვნელოვანია:

  1. ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების გადამისამართება არასეზონურ პერიოდზე, მაგალითად თებერვალში (ჩინური ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერიოდია სამოგზაუროდ)
  2. სასტუმრო ოთახის მიღმა შემოსავლების მაქსიმიზაცია, ფასდაკლებულ ნომრებთან ერთად დამატებითი ფასიანი სერვისების შეთავაზება (სპა, მასაჟი, ტრანსპორტი,რესტორანი და ა.შ)

ადგილობრივი სამზარეულოს და კულტურული ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის წახალისებისთვის მნიშვნელოვანია:

  1. ენობრივი ბარიერის შემცირება - ფოტო-მენიუების დანერგვა ადგილობრივ რესტორნებში, ჩინური პრაქტიკის მსგავსად
  2. კულტურული გამოცდილების ინტეგრირება ჯგუფური ტურების მარშრუტებში;

ადგილობრივი კულტურის მიმართ დაბალი ინტერესის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა ალტერნატიული ხარჯვის სტიმულირება:

  1. ჩინური კერძების შეთავაზება ადგილობრივი სასტუმროების/რესტორნების მენიუებში;
  2. სხვა ხარჯვითი კატეგორიების წახალისება: ბრენდული შოპინგი, პრემიუმ სერვისები.

ამასთან, ანალიტიკოსები წერენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანია ნაკადების დივერსიფიკაცია არა მხოლოდ აზარტული თამაშებისთვის, არამედ დასვენებისა და საქმიანი მიზნებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ვიზიტები ძირითადად ზაფხულში ხორციელდება, იქ არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, საინვესტიციო ბანკის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ კომბინირებულ ტურებსა და MICE ტურიზმს შეუძლია ხელი შეუწყოს ამ სეგმენტის დივერსიფიკაციას თბილისში“, - ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ევროპელებისგან განსხვავევბით, ჩინელი ტურისტი იშვიათად სტუმრობს კულტურულ ღირსშესანიშნაობებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები