British Medical Association-ის ახალი მითითებებით, ბრიტანელ ექიმებს არჩევანის გაკეთება ახალგაზრდა პაციენტებზე მოუწევთ, იმ შემთხვევაში თუკი სასუნთქი აპარატების დეფიციტი გაჩნდება საავადმყოფოებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ახალი მითითებები იმ ექიმებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც იძულებულები არიან მიიღონ „მძიმე გადაწყვეტილება“ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაცინეტს შორის. ხანდაზმული პაციენტისთვის არასახარბიელო გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ მათ „მწირი გადარჩენის რესურსი" ექნებათ.
British Medical Association-მა ექიმებისთვის ახალი მითითებები 1 აპრილს განაახლა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა შედარებით ადრე აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა გადაიტვირთოს, რადგან მოსახლეობა მკაცრად არ იცავდა სოციალური დისტანციურების ნორმებს.




























