მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გარდა, ჰიბრიდულების გაყიდვასაც აკრძალავს

5e3dbd4196faa
BM.GE
08.02.20 00:00
17427
დიდი ბრიტანეთი 2035 წლისთვის აპირებს აკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე და ასევე, ჰიბრიდული მანქანების გაყიდვა. როგორც "ევრონიუსი" წერს, ამის მიზანს ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებააა.

„ჩვენ ვიცით როგორც ქვეყანამ, როგორც საზოგადოებამ, როგორც პლანეტამ, რომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა. 

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი არ არის მარტო ამ მხრივ მსოფლიოში. ათზე მეტმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ გეგმავს მომდევნო ათი ან ოცი წლის მანძილზე აკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა. მაგალითად, საფრანგეთი გეგმავს ამ ნაბიჯის გადადგმას 2040 წლიდან, ხოლო ნორვეგიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის ყველა მანქანა ქვეყანაში უნდა იყოს ნულოვანი ემისიის, თუმცა, ეს გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის.

ბრიტანეთში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანები ჯერ კიდევ უმრავლესობაშია რეგისტრაციის მიხედვით. თუმცა, ამასთან გაზრდილია ელექტრომობილების რეგისტრაციაც, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით მათი რიცხვი 144 %-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები