მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთი რუსულ ბანკებს და პუტინთან დაახლოებულ რუს მილიარდერებს სანქციებს უწესებს

6214e421818b8
შოთა ტყეშელაშვილი
22.02.22 17:29
1244
ბრიტანეთი რუსულ ბანკებს, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რუს მილიარდერებს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

სანქციების სიაში შევლენ: "Industrial Savings Bank", "გენერალური ბანკი", "პრომსვიაზბანკი" და "შავი ზღვის ბანკი". ასევე, სანქციები შეეხება 3 ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.

აღსანიშნავია, რომ ტიმჩენკოს ქონება Forbes-ის შეფასებით, 25 მილიარდი, ბორის როტენბერგის 1.2 მილიარდი, იგორ როტენბერგის კი - 1.1 მილიარდი დოლარია.

ბრიტანეთი რუსეთის ფედერაციის მიმართ დამატებითი სანქციების შემოღებასაც განიხილავს.

ამასთანავე, სხდომაზე ბორის ჯონსონმა "სწორი" უწოდა გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებას, Nord Stream 2-ის პროექტის სერტიფიცირების შეჩერებასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები