პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომს ის 24 საათში დაასრულებს.
"ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, პრეზიდენტ ტრამპთან ერთხელ უკვე ნამუშევარი, შემიძლია ვთქვა, რასაც ის დამპირდა, შესრულდა. თუ რაიმე დაპირება ტრამპისგან მიმიღია, თუ ის რამეს დამპირდა, ყოველთვის შესრულდა", - აღნიშნა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი სერიოზულად ეკიდება ყველაფერს, რასაც ამბობს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის ომს 24 საათში დაასრულებს. მისი თქმით, ის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს კარგად იცნობს.