მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთი ყირგიზულ Capital Bank-ს სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს

ყირგ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ყირგიზეთში დაფუძნებულ Capital Bank of Central Asia-ს და Trading Company of the Kyrgyz Republic-ს სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ლონდონში განმარტავენ, ზემოხსენებული კომპანიების მეშვეობით რუსეთი ტრანზაქციების განხორციელებას, ვაჭრობას და ობლიგაციების გაყიდვას ახერხებს, ანუ ეს კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი სანქციების გვერდის ავლის პროცესში.

ყირგიზეთის მთავრობის განმარტებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და ისინი ბრიტანეთის მთავრობას დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას სთავაზობენ, რომლითაც დადგინება, რეალურად ირღვევა თუ არა სასანქციო რეჟიმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები