მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია

ბრიტანეთი

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის მოცულობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ანუ ის სტაგნაციაშია.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული დაზუსტებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინასწარ მონაცემებთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაუარესებულია.

მთლიანი შიდა პროდუქტის უძრავად დარჩენა, შესაძლოა, იმ რეცესიის დასაწყისი იყოს, რომელსაც ინგლისის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რეცესიის დაწყებას პროგნოზირებს, რომელიც შესაძლოა, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა უაღრესად რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდეს.

რეცესიულის რისკების ზრდის მთავარ განმაპირობებელ მიზეზებად ევროპის მასშტაბით მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციური წნეხის ზრდა და მის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრება სახელდება.