მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ელჩი Marks&Spencer-ის სამოსზე წერს, რომელიც დამზადებულია საქართველოში

5d8f84eac7fde
BM.GE
28.09.19 20:05
2908
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში დამზადებულ ტანისამოსზე წერს, რომელიც ბრიტანული ტანსაცმლის ბრენდის Marks&Spencer-ისთვის შეიკერა.

"ჩემს მეუღლეს ბრიტანეთიდან დაბადების დღის საჩუქარი, “მარკს & სპენსერის” ტანისამოსი გამოუგზავნეს. მას “Made in Georgia - დამზადებულია საქართველოში” აწერია.

ეს პატარა “გზავნილი”, კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მზარდი სავაჭრო კავშირებისა”

#დამზადებულიასაქართველოში",- წერს ბრიტანეთის ელჩი. 

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში მდებარე სამკერვალო ფაბრიკებში ტანსაცმელი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდისთვის იკერება. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები