მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის ელჩს „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირების მტკიცებულებები ვთხოვეთ, თუმცა ვერ მივიღეთ - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

"ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილი განცხადებით, ბრიტანეთის ელჩ, გარეთ უორდთაბ შეხვედრის განმავლობაში მას არ მოუსმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა ლონდონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირების შესახებ.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქართულმა მხარემ ბრიტანეთის ელჩს სთხოვა, წარმოედგინა ის საფუძვლები და მტკიცებულებები, რასაც ეფუძნებოდა ლონდონში მიღებული გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ბუნებრივია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება თბილისიდან მიწოდებულ ინფორმაციას უნდა დაყრდნობოდა, თუმცა კონკრეტული დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც სანქციების დასაბუთებას უზრუნველყოფდა, მას არ უნახავს, მოისმინა მხოლოდ შეფასებები.

"დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან, სხვაგვარად ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან POSTV-ს ან ტელეკომპანია "იმედს" ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას და, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია POSTV-სთან და "იმედთან" დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულება და ან დოკუმენტი, რომელიც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს, ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი.

მე მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ, ამას სჭირდება მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ, თუმცა, რომ გითხრათ მოლოდინი მაქვს ამის, მოგატყუებთ", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ელჩმა კომენტარის გარეშე დატოვა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედი“ და POSTV – სანქციები დაუწესა, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმედი“ და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები