მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ელჩს სანქციების შესრულების წესში ცვლილებებზე არგუმენტები გავაცანი - თურნავა

ნათია თურნავა კაბინეტში 2

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

ელჩს თურნავამ სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული მათი არგუმენტები გააცნო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ითანამშრომლებს რეგულაციების დახვეწაზე.

"ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ამასთან, თურნავამ აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

"ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - დასძინა მან.

ცნობისთვის: ნათია თურნავასა და მარკ კლეიტონის შეხვედრის მთავარი თემა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო. ბრიტანეთის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია  განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფას და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები