მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის მთავრობა ბიზნესისთვის ელექტროენერგიისა და გაზის კომუნალურ ხარჯებს გაანახევრებს

632ae110b4283
გიორგი თოლორდავა
21.09.22 13:59
675
ენერგოკრიზისის დასაძლევად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ბიზნესებისა და კომერციული სექტორისთვის კომუნალური ხარჯების განახევრების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის გეგმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადების ბიუჯეტიდან სუბსიდირებას ითვალისწინებს. მეგავატი-საათი ელექტროენერგიის ფასი 211 გირვანქა სტერლინგზე განისაზღვრება, გაზის კი - 75 სტერლინგზე.

სუბსიდირების პროგრამა პირველ ოქტომბერს ამოქმედდება და ის 2023 წლის აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდება.

სახელმწიფოსგან შეღავათს მიიღებენ როგორც ოჯახები და არასამეწარმეო ორგანიზაციები, ასევე ბიზნესები და კომპანიები.

„მთავრობამ ბაზარში ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავიდან ავირიდოთ ბიზნესის კოლაფსი და მილიონობით მოქალაქეს სამუშაო ადგილი შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, კვასი კვარტენგმა.

ზუსტად რამდენი მილიარდი დაუჯდება სახელმწიფოს აღნიშნული სუბსიდირების პროგრამა, ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები