ბრიტანეთის მუზეუმმა ენერგოგიგანტ BP-სთან £50 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა, რომელიც მუზეუმში ინოვაციური პროგრამების დანერგვას მოხმარდება - წერს BBC.
10-წლიან შეთანხმებაზე მუზეუმმა ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ, სხვადასხვა საგამოფენო სივრცის განახლება და მუზეუმის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაც დააანონსა.
ბრიტანული მუზეუმისა და BP-ს თანამშრომლობა 1996 წლიდან დაიწყო და არაერთხელ გამხდარა კლიმატის აქტივისტთა კრიტიკის საგანიც, რომლებიც მუზეუმის მხრიდან ნავთობკომპანიისგან ფინანსების აღებას აპროტესტებენ. ჯერ კიდევ 2019 წელს მუზეუმის სამეურვეო საბჭო დატოვა ეგვიპტელმა მწერალმა, რომელმაც მუზეუმის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა, ამავე მიზეზით საბჭო მიურელ გრეიმაც დატოვა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. 2022 წელს კი 300-მდე თანამშრომელმა საბჭოს ოფიციალური წერილით მიმართა და BP-სთან კავშირის გაწყვეტა სთხოვა - საპროტესტო აქციები გაიმართა საგამოფენო სივრცეებშიც.
როგორც ბრიტანული მუზეუმის სამოქმედო გეგმის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი მეიფილდი BBC-სთან განმარტავს, საბჭომ BP-სთან შეთანხმება 200-წლიანი შენობის რემონტისთვის გააფორმა. მისივე თქმით, მუზეუმის მოძველებული ენერგოინფრასტრუქტურის განახლებასა და მათი ემისიების შემცირებაზე მუშაობას მომავალი წლიდან დაიწყებენ.