მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქე გარდაიცვალა – ვინ იყო ის?

ჰინდუჯა

ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქე, გოპიჩანდ ჰინდუჯა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქონების შეფასება 46 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც მას გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმედ აქცევდა.

წარმოშობით ინდოელი ბიზნესმენი Hinduja Group-ის ხელმძღვანელი იყო, რომელიც მულტიპროფილური კონგლომერატია და მსოფლიოს მასშტაბით ლოგისტიკის, გადაზიდვის, ლუბრიკანტების, ქიმიკატების და სატელევიზიო ბიზნესშია ჩართული.

თავად გოპიჩანდი კომპანიას 2023 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა, ანუ მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა - სრიჩანდი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ჰინდუჯას ოჯახი ბრიტანეთის, ინდოეთის, მონაკოსა და ევროპული სახელმწიფოების მასშტაბით რამდენიმე მილიარდი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს, მათ შორის: სასახლეებს, პენტჰაუსებს, სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და კომერციულ ნაგებობებს.

გოპიჩანდ ჰინდუჯას $46-მილიარდიან ქონებას მისი მემკვიდრეები და ოჯახის წევრები მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები