მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის 1.1 მილიარდი ფუნტი ($1.47 მლრდ) გამოყო

სუპერკომპიუტერი

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შიდა გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდის მიზნით ახალი გეგმა წარადგინა.

არსებული ინფორმაციით, დასახელებული ინიციატივა ითვალისწინებს 1.1 მილიარდი ფუნტის ($1.47 მლრდ.) მოცულობის იმ ინვესტიციას, რომელიც ეროვნული სუპერკომპიუტერის შექმნასა და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერას მოხმარდება. კონკრეტულად, $530 მილიონი სპეციალიზებული ჩიპების შესაძენად იქნება გამოყოფილი, საიდანც $150 მილიონს ადგილობრივი ტექნოლოგიური ფირმები მიიღებენ.

როგორც ირკვევა, ინვესტიცია რეალურ შედეგს 2030 წლისთვის გამოიღებს, როცა ბრიტანეთის მთავრობა $1 მილიარდად შეფასებულ სუპერკომპიუტერს ექსპლუატაციაში ჩაუშვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები