მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში COVID-19-ის წინააღმდეგ მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო

5fcf4119b3dcc
BM.GE
08.12.20 13:08
1035
დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის წინააღმდეგ მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აიცრებიან მთავრობის მიერ განსაზღვრული რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები - 80 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, ხანდაზმულთა სახლების მცხოვრებნი და სამედიცინო და სოციალური სფეროების წარმომადგენლები. მაისიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის.

პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის მარგარეტ კინანია, რომელსაც ვაქცინა კოვენტრის კლინიკაში გაუკეთდა.

დიდი ბრიტანეთი მოსახლეობის ვაქცინაციას ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით მოახდენს. ქვეყანამ ამ მწარმოებლებს საწყის ეტაპზე 40 მილიონი დოზა ვაქცინა დაუკვეთა. აცრა ორჯერ კეთდება, 21-დღიანი შუალედით.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფი არ იქნება, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდა, განაგრძონ დადგენილი წესების და შეზღუდვების დაცვა.

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის 1.74 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 61 ათასია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები