მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ელექტრომობილების მყიდველებს 2,500 გირვანქა სტერლინგით დააფინანსებენ

60535c3fe92cd
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.21 22:20
862
დიდი ბრიტანეთი ელექტრომობილების მყიდველებს 2,500 გირვანქა სტერლინგით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ელექტრომობილების შეძენისათვის განკუთვნილი საგრანტო თანხა თავდაპირველად 3,000 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა და ამასთან შესაძენი ელექტრმობილის ღირებულება 35,000  გირვანქა სტერლინგზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

დიდი ბრიტანეთის საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოების (SMMT) განცხადებით, საგრანტო თანხის შემცირება არასწორი ნაბიჯია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ნახშირორჟანგით ემისიის შემცირებას მინიმუმადე გეგმავს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს ელექტრომობილების მოხმარებაზე. აღნიშნული გრანტის შენარჩუნება აუცილებელია“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა რაკელ მაკლანმა.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებს ბატარეების ღირებულება შეუმცირდათ და შესაბამისად ელექტრომანქანების ფასმაც დაიკლო.

შეგახსენებთ, რომ გრანტი დაწესდა ელექტრონულ მოდელებსა და ჩვეულებრივ მანქანებს შორის ფასის სხვაობის შესამცირებლად, რომლის მიზანიც ხალხის წახალისებაა. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ელექტრომობილებზე გადასვლას 2030 წლიდან გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები