მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ინფლაცია 8.7%-მდე გაიზარდა

6492a5ef5ecd4
გიორგი თოლორდავა
21.06.23 11:39
510
გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდა გრძელდება - მაისში წლიური ინფლაციის დონემ 8.7% შეადგინა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებითაც ისევ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. CPI-ის დონემ გასულ თვეს 7.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე და 20-წლიან მაქსიმუმს წარმოადგენს.

ინფლაციის დონის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები