გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა - ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.
ცნობისთვის, წინა თვეს ინფლაცია 40-წლიან რეკორდულ ნიშნულზე იყო და 11.1%-ს შეადგენდა, ნოემბრისთვის კი ანალიტიკოსები სამომხმარებლო ფასების 10.9%-ით ზრდას პროგნოზირებდნენ.
ბრიტანეთში ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც 6.3%-იან ნიშნულზეა, ნაცვლად 6.5%-ისა.
მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციური მაჩვენებლები აჩენს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ კვირის ბოლოსთვის ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპს შეანელებს და რეფინანსირების განაკვეთს 25 ან 50 საბაზო პუნქტით გაზრდის, ნაცვლად 75-ისა.