გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეცემა - ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.9% შეადგინა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებითაც. CPI-ის დონემ გასულ თვეს 5.1% შეადგინა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ინფლაციის შემცირების ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 5.25%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.