მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა

ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეცემა - იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებითაც. CPI-ის დონემ გასულ თვეს 5.1% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

ინფლაციის შემცირების ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 5.25%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.