მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა

ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეცემა - თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებითაც. CPI-ის დონემ გასულ თვეს 4.6% შეადგინა, რაც ასევე 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

ინფლაციის შემცირების ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 5.25%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები