მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი დააფიქსირეს

5fe37c4488b5f
თამთა ჯიჯავაძე
23.12.20 21:19
1589
ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, კორონავირუსის ახალი შტამი სამხრეთ აფრიკაშია გამოვლენილი და ის დაფიქსირდა ბრიტანეთშიც. მისივე თქმით, ეს ამბავი შემაშფოთებელია.

ჰენკოკის თქმით, ახალი შტამი გაცილებით უფრო გადამდებია. "როგორც ჩანს, მან უფრო მეტად განიცადა მუტაცია, ვიდრე ცოტა ხნის წინ დაფიქსირებულმა ახალმა შტამმა", - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა.

კიდევ ერთი ახალი შტამის დაფიქსირების გამო, ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ შეზღუდა სამხრეთ აფრიკასთან მიმოსვლა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები