მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში პირველად 10 000-ზე მეტი კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

5f796a4ac744b
თამთა ჯიჯავაძე
04.10.20 10:21
917
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მსგავსი მაჩვენებელი ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც მასობრივი ტესტირებები დაიწყო. ამასთან, მთავრობის ცნობით, ტექნიკური პრობლემის გამო შემთხვევების რაღაც ნაწილი, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა, შაბათის სტატისტიკას დაემატა.

უფრო კონკრეტულდ, BBC-ის ცნობით, 24 საათში ქვეყანაში 12 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ქვეყანაში 480 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

ბრიტანეთის გარდა, დღიური ინფიცირების შემთხვევების ზრდა არის ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად საფრანგეთში 16 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ნიდერლანდებსა და ბელგიაში 3000–3000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები