დიდი ბრიტანეთის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ხანმოკლე რეცესია დასრულდა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნის ეკონომიკამ პოზიტიური შედეგი დააფიქსირა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წლიურ ჭრილში 0.2%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ძირითად განმაპირობებელ მიზეზად ანალიტიკოსები ადგილობრივი მოთხოვნის ზრდას და კორპორაციული სექტორის შემოსავლების გაუმჯობესებას ასახელებენ.
ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად დაიძლია, ეს კი მოსახლეობის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება.
რამდენად განგრძობითი იქნება პოზიტიური დინამიკა, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები მოელიან, რომ ინგლისის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემდეგ, ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება.