მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ვაკანსიების რაოდენობამ პანდემიამდელ რიცხვებს გადააჭარბა

60f063494741b
ნათია თაქთაქიშვილი
15.07.21 22:29
470
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვაკანსიების რაოდენობამ მეორე კვარტალის მონაცემებით, პანდემიამდე მდგომარეობას გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის ცნობით, მეორე კვარტალში დაახლოებით 862,000 ვაკანსია გამოცხადდა, რაც 2020 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 77,500-ით მეტია.

ახალი ანგარიშის მიხედვით, ბრიტანეთში ახალი ვაკანსიების შექმნას ხელი ჰორეკა სექტორის და საცალო ვაჭრობის სექტორის გააქტიურებამ შეუწყო, რაც მაისის პერიოდში COVID-რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება.

მეორე კვარტალის მონაცემებით, ქვეყანაში გაიზარდა სახელფასო ფონდიც ივნისის თვეში მატებამ 356,000 შეადგინა და 28.9 მილიონს გაუტოლდა.

„სახელფასო ფონდის ზრდის მიუხედავად, ის მაინც 200,000-ით ჩამორჩება პანდემიამდე მდგომარეობას, რადგან დასაქმებული თანამშრომლების ნაწილი ისევ უხელფასო შვებულებაშია“, - აღნიშნულია ეროვნული სტატისტიკის ოფისის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები