ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად შვედეთის ორი მოქალაქე მოკლეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბელგიური გაზეთი Het Laatste Nieuws-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ ისინი ფეხბურთის ორი მხარდამჭერი იყვნენ. ორშაბათს საღამოს, ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში ბელგია შვედეთის მასპინძელი იყო.
პოლიციის სპიკერმა დაადასტურა, რომ ბელგიის დედაქალაქის ცენტრთან მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.