ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს, ბრიუსელში, მონაწილეობას მიიღებს Euronews მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში.
საქმე ის არის, რომ 15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება უშუალოდ ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების ფორუმიც, სადაც საქართველოს ხელისუფლება, გასული წლის მსგავსად, მიწვეული არ არის.
Euronews-ის სამიტში მონაწილეობენ პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა. დებატები პირდაპირ ეთერში გადაიცემა Euronews-ის აუდიტორიისთვის.
ღონისძიებაზე განხილვის მთავარი თემა იქნება, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს გაფართოების შემდეგი ფაზა ევროკავშირისა და მისი პოტენციური წევრებისთვის. დისკუსია ფოკუსირებული იქნება კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე, ორივე მხარის მიერ საჭირო რეფორმებზე, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და შედეგებზე.
























