ნახევარგამტარი ჩიპების მწარმოებელმა Broadcom-მა კომპანია VMware-ის 61 მილიარდ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე კვირას გარიგება წარმატებით დასრულდა.
VMware-ი კომპიუტერული პროგრამებისა და Cloud-სერვისების უზრუნველყოფის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, Broadcom-ი კი ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული ბაზრის გიგანტი, რომელიც კონკურენციას Cisco-სა და Qualcomm-ს უწევს.
გარიგების შედეგად, კომპანია Broadcom-ი VMware-ის ექსკლუზიურ სერვისებთან და რესურსებთან მიიღებს წვდომას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Broadcom-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 401 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ნახევარგამტარების ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.