მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბრწყინვალე შედეგი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა იგრძნოს" - ზელენსკი

33

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ აეროდრომებზე თავდასხმის ოპერაზიაზე პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შედეგი ბრწყინვალეა და მას უკრაინამ დამოუკიდებლად მიაღწია.

ის აღნიშნავს, რომ უკრაინა თავს იცავს და ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთმა იგრძნოს ომის დასრულების აუცილებლობა.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა დღევანდელ ოპერაციასთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. შედეგი, რომელსაც უკრაინამ დამოუკიდებლად მიაღწია. დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტურ შესრულებამდე ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე. ჩვენი ყველაზე გრძელვადიანი ოპერაცია. ოპერაციის მომზადებაში მონაწილე ჩვენი ხალხი დროულად გაიყვანეს რუსეთის ტერიტორიიდან. მადლობა ვუთხარი გენერალ მალიუკს უკრაინის ამ წარმატებისთვის. უკრაინის უშიშროების სამსახურს დავავალე აცნობოს საზოგადოებას ოპერაციის დეტალებისა და შედეგების შესახებ, რომელიც შეიძლება გამჟღავნდეს. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ყველაფრის გამჟღავნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც უდავოდ იქნება ისტორიის წიგნებში. უკრაინა თავს იცავს და სრულიად სამართლიანად - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დასრულების აუცილებლობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთმა უნდა დაასრულოს. დიდება უკრაინას!",- წერს ზელენსკი.

1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, როგორც მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, განადგურებულია სულ მცირე 41 სტრატეგიული ბომბდამშენი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა დაახლოებით 7 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა. რუსეთი უკრაინისგან აეროდრომებზე თავდასხმას ადასტურებს და ირწმუნება, რომ "მოიგერია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები