მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთი და რუმინეთი, შესაძლოა, მალე შენგენის ზონის სრულფასოვანი წევრები გახდნენ

შენგენი

ბულგარეთი და რუმინეთი, შესაძლოა, მალე ევროპის შენგენის ზონის სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ამის შესახებ უნგრეთი იტყობინება, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ცნობისთვის, ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდნენ, თუმცა ამ დრომდე შენგენის ზონის წევრები არ იყვნენ. მიმდინარე წლის მარტიდან კი, საჰაერო და საზღვაო გზით მოგზაურობის შემთხვევაში ამ ქვეყნებიდან სასაზღვრო შემოწმება მოიხსნა. სახმელეთო სასაზღვრო შემოწმება კი ძალაში დარჩა და ამის მიზეზი, ძირითადად, ავსტრიის წინააღმდეგობა გახდა, სადაც არალეგალური მიგრაციის საფრთხეები დაინახეს.

ხოლო გასულ კვირას, ბუდაპეშტში ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთის და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ავსტრია აღარ ეწინააღმდეგება ამ ორი ქვეყნის შენგენის ზონაში სრულფასოვნად გაწევრიანებას. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მომავალ თვეში - 12 დეკემბრის სხდომაზე უნდა მიიღონ.

გადაწყვეტილება 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად შენგენის ზონაში ევროპის 29 ქვეყანა შედის, მათ შორის 25 ქვეყანა ევროკავშირის წევრია, დანარჩენი ოთხი ქვეყანა კი შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდიაა. რუმინეთის და ბულგარეთის შენგენის ზონაში სრულფასოვნად შესვლის შემდეგ კი, ქვეყნების რაოდენობა 31-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები