1 იანვრიდან ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა.
ქვეყანამ ეროვნული ვალუტა ლევი ევროთი შეიცვალა და შედეგად, ევროზონის 21-ე წევრი გახდა.
სოფიაში, სიახლეს ცენტრალური ბანკის შენობის ფასადზე ევროს მონეტების გამოფენით და ფეიერვერკით შეხვდნენ.
ერთიანი ევროპული ვალუტის მომხმარებლების რაოდენობა უკვე 350 მილიონს აჭარბებს.




























