მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო - სამინისტრო

კკ
BM. GE
13.10.23 19:45
61

ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება და რაც ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია იქნება.

დოკუმენტში ნათქვამია,რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უალტერნატოვოს ხდის.

ამასთან, დეკლარაცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

დოკუმენტში ბულგარეთის მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს,როგორც მნიშვნლოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.

დეკლარაციაში აღნიშნულია,რომ ბულგარეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურ და წარმატებულ მეზობლებს,განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში დღეს არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.

ამასთან,ბულგარეთი გამოთქვამს მზაობას,მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები